Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:19 29.08.2019
5 ფრაზა, რომელსაც გამოუსწორებელი მატყუარები ხშირად ამბობენ

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან ცდილობენ, რომ თქვან გარკვეული ფრაზები, რომლებიც მათ სიმართლეში გარწმუნებთ.

 

გთავაზობთ 5 ფრაზას, რომლებსაც მატყუარები ყველაზე ხშირად იყენებენ:

 

1. „სიმართლე რომ ვთქვათ“, „პატიოსნად რომ გითხრათ“ - ვიმედოვნებთ, რომ როცა ამ ფრაზებს ვისმენთ, მათი ავტორები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში, უმეტეს შემთხვევაში, იტყუებიან. ამ ფრაზით ადამიანთა უმეტესობა ცდილობს თავიან პატიოსნებაში დაგვარწმუნოს.

 

2. ძალიან ბევრი დეტალი - მატყუარებმა უნდა დაიმახსოვრონ დეტალები თავიანთი ცრუ ისტორიების. ასე თუ არ მოიქცევიან, მათ მარტივად გამოიჭერენ. ისინი ხშირად გესაუბრებიან დეტალებზე იმისთვის, რომ თავიანთი მონათხრობი უფრო რეალისტური გახადონ და დაფარონ ტყუილი. მაგალითად, როცა ადამიანი ცრუობს, შეიძლება ამბის მოყოლის დროს გითხრათ კონკრეტულად რომელ საათზე ადგა, რომელ საათზე ისადილა და. ა.შ.

 

3. არასოდეს/ყოველთვის - აბსოლუტიზმის გამომხატველი სიტყვები - „არასოდეს“, „ყოველთვის“ - არის სიცრუე იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ყოველთვის, ან არასოდეს გააკეთებთ. ყველა მატყუარა ცდილობს ეს სიტყვები გამოიყენოს საუბრის დროს და დაგარწმუნოთ ნათქვამის ჭეშმარიტებაში.

 

 

4. იყენებენ ნაცვალსახელებს - „ისინი“, „ის“, ან „ჩვენ“ უფრო ხშირად, ვიდრე ნაცვალსახელს - „მე“ - ასე იმიტომ ხდება, რომ რეალურად ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბიან. ამასთანავე ცდილობენ, სხვა ადამიანები ჩართონთავიანთ ნაამბობში, რათა ისტორია უფრო დამაჯერებელი გახადონ.

 

5. უარყოფა, არგუმენტები და მოკლე პასუხები - მიჩიგანის უნივერსიტეტის კომუნიკაციის განყოფილების მკვლევარებმა შეისწავლეს მატყუარა ადამიანის ფსიქოლოგია. აღმოჩნდა რომ მატყუარა ადამიანი, როდესაც რაიმეს აშავებს, ის აუცილებლად ავტომატურად უარყოფს ყველაფერს.

 

ასევე გამოუსწორებელი მატყუარა მაშინაც კი ცდილობს ახსნას რატომ მოიქცა ასე, თუ მიზეზით საერთოდ არ დაინტერესდებით. ასე იმიტომ იქცევიან, რომ რეალურად თავს დამნაშავედ გრძნობენ და ცდილობენ არგუმენტებით თავი იმართლონ. ამასთანავე კითხვებზე სცემენ მოკლე პასუხებს. მოკლე პასუხი არის საშუალება იმისა, რომ რეალური ისტორია დამალონ და ტყუილი კარგად შენიღბონ.

ავტორ(ებ)ი : trend.ge