Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:34 07.09.2019
ელა, პრეზიდენტი და ქურდი

სიმონ კილაძის ბლოგი: 

 

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარეს ელა პამფილოვას, აგარაკზე ყოფნისას, გაქურდვის მიზნით თავს დაესხნენ. შემთხვევა ხუთშაბათ-პარასკევს ღამით მოხდა: "წარმოიდგინეთ, ხმაური გაღვიძებთ, თვალებს ახელთ და უცებ ნიღბიან კაცს ხედავთ... რომ დამინახა, მომვარდა, ელექტროშოკერი მომადო, მაგრამ ეტყობა, არ ამუშავდა, ხელების გადაგრეხვა დამიწყო, მაგრამ მოვახერხე და სკამი ჩავარტყი... შემდეგ კი გაიქცა", - განაცხადა გაბედულმა ელამ ტელეკომპანია "როსია-24"-ის ეთერში.

 

ვლადიმერ პუტინი, რასაკვირველია, იმ ღამესვე საქმის კურსში ჩააყენეს. "დამშვიდდი, ჩემო ელა, იმ მამაძაღლს მალე იპოვიანო", - დააწყნარა ცესკოს თავმჯდომარე პრეზიდენტმა. ქურდს (თავდამსხმელს) რაც შეეხება, ცხელ კვალზე იპოვეს. შუააზიელი მიგრანტი აღმოჩნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge