Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:39 10.09.2019
„შემზარავია, თუ როგორ დაკარგა თავშეკავება გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა და დახია თავისივე დიპლომატიური მიღწევები ქართველი ხალხის თვალში“

პარლამენტარი ირმა ინაშვილი აქვეყნებს ამერიკელი ჯო ჯონსონის, IRI-ის ყოფილი დირექტორის, Palm Strategies-ის პრეზიდენტის შეფასებას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

 

"მე მქონდა ბედნიერება მეცხოვრა და მემუშავა საქართველოში. ჩემმა სამსახუროებრივმა მოვალეობებმა ძალიან კარგად გამაცნო ქართველი ხალხი და მათი სითბო. ამავდროულად, ვნახე ქართველი ხალხის სწრაფვა, როდესაც მათ აიძულებენ დაიცვან თავიანთი ღირსება. ჩვენ შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სწორი იყო თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერის (ქალბატონი ირმა ინაშვილის) ქმედება, როდესაც დაურეგისტრირებლად ეწვია კონფერენციას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. რაც შემზარავია ჩემთვის, არის ის, თუ როგორ დაკარგა თავშეკავება გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა და დახია უკან თავისივე დიპლომატიური მიღწევები მათ თვალში, ვის აზრსაც აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა- ქართველი ხალხის თვალში. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი არსი. ერთი ნაბიჯი წინ- ორი უკან,- არ არის მომგებიანი სვლა არანაირ დიპლომატიაში. აქვე ვდებ ვიდეოს, რომელიც თვალნათლივ ასახავს მოვლენებს, რათა თავად დარწმუნდეთ!"

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge