Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 11.09.2019
ჰონკონგელები ჩინელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ს სთხოვენ

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ჰონკონგელები ჩინელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ს სთხოვენ...


ჰონკონგელმა ანტიპეკინური და ანტიკომუნისტური საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დახმარება აშშ-ის სთხოვეს: გუშინ ისინი ამერიკის საკონსულოს წინ შეიკრიბნენ ლოზუნგებით - დონალდ ტრამპ, გადაარჩინე ჰონკონგი!".


იმის მიუხედავად, რომ პეკინმა უკან გაიწვია ჰონკონგელების გამღიზიანებელი კანონპროექტი ადგილობრივ დამნაშავეთა კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების თაობაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეები არ ჩერდებიან, უფრო შორს მიდიან და ახალ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის, ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, პოლიციელების მკაცრ დასჯას და ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის მმართველის კერი ლემის გადაყენებას, რომელიც თავის დროზე პეკინიდან დაინიშნა.


https://www.bbc.com/russian/news-49626874


ისმება კითხვა: მოითმენს სი ძინპინი გათამამებული ჰონკონგელების ახალ პრეტენზიებს, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-სადმი დახმარების თხოვნაზე?


-----------
ფოტო: ჰონკონგელი ანტიკომუნისტები აშშ-ის საკონსულოს წინ გამართულ მიტინგზე ვაშინგტონის ჩარევას ითხოვენ."-
წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge