Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:18 11.09.2019
"მიმიფურთხებია იმ NATO- ს კარზე, სადაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის ფასად გვეპატიჟებიან!"

ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მიმიფურთხებია, იმ NATO- ს კარზე, სადაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის ფასად გვეპატიჟებიან!

NATO თუ ოდესმე მხიბლავდა, მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ჩემი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაში უნდა დამხმარებოდა!
ჩემი აფხაზეთის და სამაჩაბლოს, ანუ ხელ-ფეხის გარეშე.
NATO - ში შესვლა კი არა, არც ეს სამარცხვინო ფსევდოდამოუკიდებლობა და სიცოცხლეც არ მსურს!

როგორღაც, ჩვენს ძირძველ მიწებს სხვა გზით, NATO-ს გარეშეც დავიბრუნებთ!
ამ დამპალი იმპერიალისტებისგან თავისუფლებასაც მოვიპოვებთ!
გაიკეთონ თავიანთი რაკეტები უკან!

აქამდე, 21-ე საუკუნუმდე - NATO-ს გარეშე მოვსულვართ და ამის იქეთაც, როგორღაც, მათ გარეშე გავაღწევთ!
საქართველო თავის არსებობას აუცილებლად აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად გააგრძელებს!

აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე საქართველოს არსებობის შეგუებას ვინც მოგვიწოდებს - ჩვენი ქვეყნის და ერის მტერია და
ის უნდა ჩაკვდეს!

ივერია თქვენს გარეშეც გაბრწყინდება!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge