Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:16 11.09.2019
"ჯონ ბოლტონის გადაყენება - ირიბი "რევერანსი" რუსეთისაკენ?" - სიმონ კილაძე

პოლიტოლოგი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ჯონ ბოლტონის გადაყენება:


ირიბი "რევერანსი" რუსეთისაკენ?


ჯონ ბოლტონი ის კაცი იყო, "თეთრი სახლის ვაშინგტონელ ქორებს" რომ ეძახიან. ბოლო ათწლეულებში მათ განსაკუთრებით რუსეთი და ჩინეთი არ მოსწონთ, დონალდ ტრამპს კი პეკინთან და მოსკოვთან ურთიერთნდობის აღდგენა სურს (ჩინეთთან ჯერ-ჯერობით არ გამოსდის, პეკინი ჭირვეულობს).


ჯონ ბოლტონი ასევე წინ უხტებოდა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსაც.


გასაკვირი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა, ალბათ, კარგად იცოდა, ვინ იყო და რა აზრები ჰქონდა ჯონ ბოლტონს, მაგრამ მაინც დანიშნა თავის მრჩევლად." - წერს კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge