Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:22 11.09.2019
კოჰაბიტაციიდან "სიყვარულამდე"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"კოჰაბიტაციიდან "სიყვარულამდე"


დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა:


1. რა გავლენები და რა შესაძლებლობები გააჩნიათ იმ ხალხს, რომლებიც ეს ორი დღეა სასტუმრო "რუმსში" კონფერენციას ატარებენ და ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოს მომავალი მოქმედების გზაზე "რეკომენდაციებს" იძლევიან იმ პრობლემების გადასაჭრელად რის წინაშეც დღეს ვდგავართ?


2. აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერია, რომელიც "პრეზიდიუმში" მათ გვერდით იჯდა, იყო ე.წ. "ციხის ბუნტის" სისხლიანი დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რომ მის წინააღმდეგ არსებობს წამების შედეგად გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ტელეაღიარება, რომ ეს პირი მის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა?


3. თუ ეს ინფორმაცია აქვთ, რატომ არ აცხადებენ პროტესტს საზოგადოების მხრიდან ეჭვმიტანილი ადამიანის გვერდით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ და თუ ეს ინფორმაცი არ გააჩნიათ, მაშინ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და პასუხი გასცეს შეკითხვას - რატომ?


4. რატომ არ არის ოფიციალური პროტესტი ვინმე კრამერის მხრიდან სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიმართ უხეში მიმართვის გამო?


5. კოჰაბიტაციის დამთავრება როდის იწყება?


6. კოჰაბიტაცია "სიყვარულში" ხომ არ "გადადის"?


8. როდემდე უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ამ მარაზმში?"- წერს გია გაბრიჭიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge