Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:42 13.09.2019
ქალაქ თბილისის საკრებულომ საქართველოს “ახალგაზრდული ბიზნეს თასის” პრეზენტაციას უმასპინძლა

12 სექტემბერს, ალაქ თბილისის საკრებულომ საქართველოს “ახალგაზრდული ბიზნეს თასის” პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიების შესახებ ჯორჯიან თაიმსს“ ბიზნეს აქსელერატორ CBA Solutions პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი ესაუბრა:

 


 

-     ბატონო ზურაბ, რას წარმოადგენს ახალგაზრდული ბიზნეს თასი და რა მიზანს ისახავს თქვენი ღონისძიება?

 

-    საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით, PKF Georgia და CBA Solutions ორგანიზებით პირველად გაიმართება ჩემპიონატი ონლაინ ბიზნეს სიმულატორ Simformer ბაზაზე. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ვირტუალური ბიზნეს კეისების მართვით მოდელირება გაუკეთონ საქმიან პროცესებს და შეჯიბრის ფორმატში გამოსცადონ უნარები.

 

-       რას წარმოადგენს პლატფორმა Simformer?

 

-     ონლაინ ბიზნეს სიმულატორი Simformer არის მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელსაც აქტიურად იყენებენ წამყვანი სასწავლო დაწესებულებები და კომპანია. იგი იძლევა საშუალებას გამოავლინოს სტუდენტებისა და თანამშრომლების ძლიერი და სუსტი მხარეები, არის საუკეთესო საშუალება ტრენინგებისა და კორპორატიული განვითარების.

 

-      რას ელით ღონისძიებისგან?

 

-     უპირველეს ყოვლისა, ახალგარდების ჩართულობას, დღევანდელი მონაცემებით უკვე 100-ზე აპლიკანტია დარეგისტრირებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ პრობლემად მაინც განათლების დეფიციტს მივიჩნევ. ახალგაზრდული ბიზნეს თასი და მსგავსი ივენთები ხელს შეუწყობს ახალი თაობის ინტეგრირებას ბიზნეს პროცესებში და მათი კრეატიული აზროვნების წახალისებას.

 

-       როგორი ტურნირის ფორმატი და როგორ შეიძლება მონაწილეობა?

 

-      ტურნირი ორ ეტაპად იმართება. პირველი ეტაპი სტარტს აიღებს 20 სექტემბერს, 12:00 საათზე. ყველა დარეგისტრირებულ მონაწილეს მიეცემა წვდომა პლატფორმაზე და კონკრეტული დავალებები. მეორე ფინალური ეტაპი კი - 30 სექტემბერს გაიმართება, სადაც 30 საუკეთესო მონაწილე ფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს. საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ევროს, ასევე, გამორჩეულ მონაწილეებს ექნებათ საშუალება სტაჟირება გაიარონ საქართველოს წამყვან კომპანიებში. ტურნირის ტექნიკურ უზრუნველტოფას კომპანია Orient Logic ახორციელებს. მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ PKF Georgia- ვებ გვერდზე pkfgeorgia.com:

 https://www.pkfgeorgia.com/?fbclid=IwAR3ri9c2-lDKwNSamuYD2x-TCc7OM8l7QVYAZLOGTp_Priqy__E4thtnpJc

 

-    გისურვებთ წარმატებას!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge