Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:17 18.09.2019
„ახსოვს თბილისის ქუჩებს რობერტი - მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ“

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე აშშ-ს პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

დონალდ ტრამპს უთქვამს, ჩემს თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიენს დავნიშნავო. (გადამდგარი თუ გაშვებული ჯონ ბოლტონის ადგილზე). ისე, ჩვენში დარჩეს და, მისტერ რობერტს თბილისის ქუჩებშიც უსეირნია თურმე ერთ პერიოდში... საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილა თურმე დამკვირვებლად 2013 წელს, აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგიდით (https://tass.ru/info/6901295).

 

როგორც ამბობენ, რობერტი შედარებით მშვიდი კაცია, არის თავისთვის წყნარად, არ ყვირის, არ იქაჩება ზოგიერთივით, საქმეს ჩუმად აკეთებს და უფროსის დამჯერია.... აშშ-ის სახმელეთო ჯარების მაიორი ყოფილა... რეზერვში. მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge