Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:23 19.09.2019
12 ოქტომბერს ანსამბლი ,,ფორტე’’ - ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება

ანსამბლი ,,ფორტე 30 წლისაა.  როგორც "ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, 12 ოქტომბერს,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში ჯგუფის შემოქმედებითი საღამო და ვარკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება  საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ლილო მოლის მხარდაჭერით ტარდება.


კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ანსამბლი ქართველი მსმენელის წინაშე ბენდთან და ორკესტრთან ერთად წარსდგება, სადაც  წლების განმავლობაში, ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები შესრულდება.  გარდა ამისა, მომღერლები  ახალ სიმღერებსაც წარადგენენ.


კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, ახალი სიმღერების ვერსიების ავტორი ნიკა ნიკვაშვილი. საღამოს დასასრულს კი, ფილარმონიის წინ საზეიმოდ ,,ფორტე“-ს სახელობის ვარკვლავი გაიხსნება.  


ჯგუფის წევრები არიან ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე, მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი და ნუცა ჯანელიძე.

 

ანსამბლი 1991 წელ შეიქმნა თბილისში.  2000 წელს ორკესტრთან ერთად  გაიმართა მათი სოლო კონცერტი.  ანსამბლის შემოქმედებითი ისტორია ქართევლი მსმენელისთვის ბევრ საყვარელ პოპულარულ სიმღერას  ითვლის. შემდგომ იყო  არტ იმედისპროექტი, ფესტივალიქართული სულიდა სხვ.

 

ანსამბლი  ხშირად მოგზაურობს და მართავს ტურნეს როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 


ჯგუფს მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო , მათ შორის 2001 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“  გადაცეათ პრიზი სიმღერისთვისპოპური, 2002 წელს ფესტივალზეწლის სიმღერა“ - გადაეცათ პრიზი სიმღერისთვისთბილისის მზეს, 2003 წელს ფესტივალზე „აზიის ხმა“ (უზბეკეთში) დაჯილდოვდა პრიზითხალხის სიმპათია. არიან  ოქროს დისკის“ მფლობელები. 


ჯგუფი დღემდე აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას ეწევა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge