Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:44 22.09.2019
„დეპუატატ ზაზა ხუციშვილის ძმა - ეს კაცი ვაკის სასაფლაოს დირექტორი ხომ არ იყო, ცოტა ხნის წინ რომ მოხსნეს?“

დეპუტატ ზაზა ხუციშვილის ძმის განცხადებას, „20 ივნისის შემდეგ დავწერე განცხადება და წამოვედი „ქართული ოცნებიდანო“, ეხმაურება ბლოგერი მანჩო გიორგობიანი და წერს: „დეპუატატი ზაზა ხუციშვილის ძმა (?!) p.s. მეგობარმა შემახსენა და ვიკითხავ მაინც, ეს კაცი ვაკის სასაფლაოს დირექტორი ხომ არ იყო, ცოტა ხნის წინ რომ მოხსნეს?“, წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ ივლისის თვიდან ანტისაოკუპაციო აქციას, „ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა ხუციშვილის ძმა შეუერთდა. გია ხუციშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის დარბევის შემდეგ, მისთვის მიუღებელი იყო, ქართული ოცნების რიგებში დარჩენა. „რაც მოხდა 20 ივნისს, თვალები რომ დათხარეს პატარა ბავშვს, ვინმეს სჯერა რომ პატარა გოგო, მაგხელა შვილიშვილები მეყოლება, რომ გადატრიალებას აწყობდნენ, შიშველი ხელებით? ზაზა ხუციშვილის ძმა ვარ. ოცნებაში მეც ვიყავი, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. მთხოვა თავი შემეკავებინა, მაგრამ წინა დღეს ჩავაყენე „ოცნების“ წევრები საქმის კურსში, რომ აქციებზე დავდივარ და განცხადებას დაგიწერთო. არ შეიძლება იყო პარტიაში, რომლისაც არ გჯერა,“-ამბობს ხუციშვილი.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge