Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:21 24.09.2019
"საქართველო უნდა დაამატონ 6 ერში, ისინი გაიზრდებიან ტოპ გუნდებთან ხშირი თამაშით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ"

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, ოთხი უპასუხო ლელო და ჯარიმა მიიიღეს და შესაბამისად, 29:0 წააგეს, ხოლო მეორე ტაიმში გაცილებით კარგად ითამაშეს და გუნდებმა ორ-ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, ანუ მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დასრულდა. მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაში მოეწონათ უცხოელ გულშემატკივრებს და მათ "ბორჯღალოსნები" შეაქეს. საინტერესოა, თუ რას წერენ ისინი ჩვენს ნაკრებზე.

 

ჯეიკ ელიოტი (უელსელი ფანი): "მშვენიერი მატჩი ჰქონდა საქართველოს. თქვენ ბიჭებო უნდა იყოთ ამაყი. თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ მეორე ტაიმში. მე ველოდები ბევრს თქვენგან დარჩენილ მატჩებში და უელსელი გულშემატკივარი თქვენ ნამდვილად გიგულშემატკივრებთ. თქვენ ხართ ნამდვილი მებრძოლები მინდორზე".

Rugby Highlights (სარაგბო ფეისბუქ გვერდი): "თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ. კარგი იქნება, თუ მეტ თამაშებს გამართავთ ტოპ დონის გუნდების წინააღმდეგ, ასე შეძლებთ თქვენი თამაშის გაუმჯობესებას".

სტივ ველში (ახალზელანდიელი ფანი): "მე ვისიამოვნე საქართველოთი. ვფიქრობ საქართველო უკეთესი იქნებოდა 6 ერში, ვიდრე იტალია.

ვინჩე პიტერი (უნგრელი ფანი): "კარგი თამაში იყო. მარცხის მიუხედავად, საქართველო არის ძალიან სიმპათიური გუნდი და საქართველო იმსახურებს 6 ერში თამაშს".

ლუკ დელგეტი (ახალზელანდიელი ფანი): "საქართველო უნდა დაამატონ 6 ერში, ისინი გაიზრდებიან ტოპ გუნდებთან ხშირი თამაშით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ".

რუდი ჰაჰა (მალაიზიელი ფანი): "საქართველოს იმედები არ გაუცრუებია. მეორე ტაიმი მათი იყო, ხოლო 9, 10 და 15 ნომრები შთამბეჭდავები იყვნენ". 

 

 

 

myrugby.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge