Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:19 29.09.2019
უკრაინული “ვოისის” გამარჯვებულ ალექსანდრე ზაზარაშვილს კარნეგი ჰოლი ფეხზე წამოუდგა

უკრაინული “ვოისის” გამარჯვებულის ალექსანდრე ზაზარაშვილის გამოსვლა ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლში წარმატებული აღმოჩნდა. მისი სრულიად უნიკალური მინაცემებით მოხიბლული მსმენელი პატარა მომღერალს ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციებით და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ალექსანდრემ მონაწილეობა მიიღო ქართველი ბარიტონის დავით ღვინიანიძის მიერ ჩატარებულ კონკურსში “მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ”, სადაც გაიმარჯვა. ამ პროექტის მოგების შემდეგ, ალექსანდრე კარნეგი ჰოლში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ნიჭიერ მომღერლებთან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე.

 

ინფორმაციას არტ-ინფო ავრცელებს.

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge