Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:26 03.10.2019
„საქართველოში არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს და „სვეცკურად“ ზევიდან დაჰყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციების და თავისი მრწამსის“

მიხეილ სააკაშვილი ისევ ეხმაურება ტრადიციების გაზიარებისა და რწმენის თემას და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:

 

„მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს - ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ.. ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად - ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაქებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან.. ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ვანიშვილს აწყობთ. არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ პროგრესულები მაგრამ ამავე დროს არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. შეგვიძლია ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამით არ შევაქციოთ ზურგი ჩვენს სიწმინდეებს. სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. არადა ეს ასე სულაც არ არის - პირიქით...“

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge