Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:21 03.10.2019
"დღეს ზუსტად 35 წელი შესრულდა მღვდელმონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე) დახვრეტიდან, რომელიც უკანასკნელი ქართველი სასულიერო პირი აღმოჩნდა, ვინც საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა"

ფეისბუქგვერდი  † საქართველოს იმედი † შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:

 

"დღეს ზუსტად 35 წელი შესრულდა უდანაშაულო მღვდელმონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე) დახვრეტიდან, რომელიც უკანასკნელი ქართველი სასულიერო პირი აღმოჩნდა, ვინც საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა.

 

1984 წლის 3 ოქტომბერს, 16:30 სთ-ზე გავარდნილმა ტყვიამ, მამა თეოდორეს ამქვეყნიური სიცოცხლე დაასრულა, თუმცა დასაბამი დაუდო მარადიულ სიცოცხლეს ზეცაში და უკვდავებას ისტორიაში...

 

"ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო. მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას... თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ... თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი... სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას... და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი", - აღნიშნა მამა თეოდორემ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.."

 

@ლაშა დეისაძე- შარვაშიძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge