Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:12 05.10.2019
"ერთობა რომ შეგვეძლოს, მივადგებოდით ერთ მუშტად ქოცნაცურ სახადს და ბოიკოტს გამოვუცხადებდით"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"--- გამოსავალი? ---


ჩვენ რომ ერთობა შეგვეძლოს და ერთი ხედვით ვაცნობიერებდეთ ჩვენივე ყოფნა-არყოფნის სიმძიმეს. ჩვენ რომ დაძახილზე ვდგებოდეთ ფეხზე, ჯარისკაცული იერარქიულობით ვირაზმებოდეთ და ასე დაქსაქსულნი არ ვიყოთ --- მივადგებოდით ერთ მუშტად ქოცნაცურ სახადს, რატომღაც მთავრობა, რომ ქვია, ქუჩის განუწყვეტელი და ხალხმრავალი აქციებით ბოიკოტს გამოვუცხადებდით ხელისუფლებას. ვაიძულებდით ქვეყნის ,,სარკომა,, სოროსელებისგან გაეწმინდა სახელმწიფო სტრუქტურები და მედია. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწორებინებდით თავისივე გაოხრებულს. ბოლო თეთრამდე გავაწერინებდით ბიუჯეტს ქართული სახელმწიფოს რეალური განვითარებისთვის და რაც მთავარია ყველა სახელმწიფო დამნაშავეს გავასამართლებდით ამათივე ხელით. ამის შემდეგ კი დავანიშნინებდით ვადამდელ არჩევნებს, რომელშიც მაჟორიტარული წესით ავირჩევდით ჯერ კიდე შემორჩენილ პიროვნებებს, რომელთა სინდისში, პატრიოტიზმში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება.

ეჰ --- ჩვენ რომ...."- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge