Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:06 10.10.2019
"მიხეილ სააკაშვილის კულუარული ინტრიგებით საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობას საფრთხე ემუქრება"

საქართველოში პროტესტების დაწყების მომენტიდან უკვე სამი თვე გავიდა, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მაინც სტაბილურობისაგან მაინც შორს არის - ოპოზიცია და მისი ლიდერები, ხელისუფლების მხრიდან სერიოზული დათმობების მიუხედავად, საპროტესტო განწყობას აღვივებენ და სიტუაციას არყევენ.

 

თავდაპირველად საპროტესტო აქციას, რომლის საბაბი მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებული საოქმო ღონისძიება გახდა, მკაფიოდ გამოხატული ანტირუსულ ხასიათი ჰქონდა - ოპოზიციამ ხელისუფლებას სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესებისადმი ღალატი დააბრალა... კაცმა რომ თქვას, ამით დასრულდა პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი, ქართული კანონმდებლობის ჩარჩოებში. მოვლენების შემდგომ განვითარებას კი უკვე არაფერი საერთო აღარ ჰქონდა მშვიდობიან გამოსვლებთან - პროტესტები სწრაფად გადაიზარდა მასობრივ უწესრიგოებებში, წინა პლანზე კი მმართველი და ოპოზიციური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირებამ წამოიწია.

 

უეჭველია, სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ოპოზიციის მოთხოვნა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლების გადადგომაზე საკვანძო სახელმწიფოებრივი პოსტებიდან, ასევე არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. აშკარა ხდება ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციების ანტირუსული მიმართულება მოხერხებულ საფარველად იქცა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისათვის, რომლებიც მიტინგების ტალღაზე ცდილობდნენ რევანშის აღებას და პოლიტიკურ ოლიმპზე დაბრუნებას.

 

მაგრამ მიხეილ სააკაშვილს „კოვზი ნაცარში ჩაუყვარდა“ - მას და მის მომხრეებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების უხეში და უცერემონიო მცდელობა ჩაეშალათ: საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების გამართული და პროფესიული მოქმედების, ასევე პირადად შსს მინისტრის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ქვეყნის პარლამენტის შტურმი წარუმატებლად დასრულდა. ოპოზიციამ ვერ შეძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის რეალიზებაც: კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები 2020 წელს გაიმართება ახალი, პროპორციული საარცევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში.

 

რასაკვირველია, ასეთი კონსტიტუციური რეფორმა მიმართულია პოლიტიკური პარტიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, საზოგადოების კონსოლიდირებისათვის. რეფორმა გზას უხსნის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს და აძლევს მათ შესაძლებლობას ცნობილ პოლიტიკურ მოძრაობებთან ერთად, ამომრჩევლის ხმების მისაღებად იმოქმედონ.

 

მაგრამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთმა ღრმა საარჩევნო ცვლილებებმაც კი ვერ გაუღვიძა სურვილი სხვებთან ერთად თანაბარ საარცევნო პირობებში ბრძოლისათვის: მიხეილ სააკაშვილს რევანში სწყურია, მისთვის პატიოსანი ბრძოლა უცხოა.

 

ამ რამდენიმე კვირის წინათ, 2019 წლის 29 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკრაინაში იმყოფება და „ახალი მოძრაობის“ ლიდერია, წერილი მიწერა საქართველოში, ბათუმში, თურქეთის გენერალურ კონსულს მაკბულ ქოჩაქს, რომელშიც ექს-პრეზიდენტი დახმარებას სთხოვს. წერილში ნათქვამია:

 

„თქვენ, როგორც თურქეთის მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის ოფიციალურ წარმომადგენელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქართველი და თურქი ხალხების მტკიცე ურთიერთობების გაღრმავებაში. თქვენი სახით საქართველომ ერთგული, საიმედო მეგობარი და პარტნიორი შეიძინა. დიდია თქვენი ქართველი ხალხის სოციალური და საგანმნათლებლო სფეროს განვითარებაში, ტურისტულ ბიზნესში... დღეს თურქეთს საქართველოს ეკონომიკაში ლიდერის პოზიცია აქცს დაკავებული და ამ მხრივ უკან ჩამოიტოვა ბევრი კონკურენტი.

 

მე პირადად დიდი როლი მაქვს შესრულებული ორმხრივი კონტაქტების დამყარებაში და თურქეთის პოზიციების განმტკიცებაში. ამ მხრივ მორალურ კმაყოფილებას განვიცდი. ჩემთვის თურქი ხალხი მოძმე ხალხს წარმოადგენს და ეს რწმენა ურყევია. თავს უფლებას ვაძლევ იმედი მქონდეს, რომ თქვენც მაღალ დონეზე აფასებთ და უფრთხილდებით ჩვენთან მეგობრობას და თანამშრომლობას...

 

როგორც იცით, მე ერთი წუთითაც კი არ დამიკარგავს საქართველოში დაბრუნების იმედი, მაგრამ ახლა, ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენების პირობებში, როცა ხელისუფლება ჩემი პარტიის წევრებისა და მომხრეების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს, ჩემი ჩასვლა საქართველოში უკიდურესად გართულებულია და არასასურველ შედეგებთანაა დაკავშირებული. ვთვლი, რომ საქართველოში ჩემი დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენის პირობებში.

 

ჩვენი მეგობრობის ნიშნად, გთხოვთ ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ ჩემი პარტიის წევრებს საქართველოს სამომავლო საპარლამენტო არჩევნებში. გარწმუნებთ, რომ თქვენი ძალისხმევა უპასუხოდ არ დარჩება, ჩემი მხრიდან სამდლობელი ნაბიჯი არ დაიგვიანებს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ თურქეთის ინტერესებს აჭარის მიმართ და ვიცი, როგორი ძვირფასია აჭარა თქვენთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება ახალ პერსპექტივებს გახსნის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისათვის. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი (ხელმოწერა, თარიღი)“.

 

როგორც ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილს განზრახული აქვს ისარგებლოს ყველა თავისი კავშირით, კონტაქტებითა და შესაძლებლობებით პირადი მიზნის მისაღწევად - საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდეს, რომელიც შესაძლებელი გახდება მისი პარტიის დაკარგული პოზიციების, რეიტინგისა და ავტორიტეტის აღდგენის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის დაჟინებულობა და ჯიუტობა სპონსორების და ლობისტების ძიებაში ეჭვს აღარ ტოვებს მისი გადაწყვეტილების მიმართ, რომ მას კიდევ ერთხელ სურს „საქართველოს დაუფლოს“. მაგრამ, როგორც ცნობილია, ასეთი სახის დახმარება არასდროს არ არის უანგარო, ხოლო თურქეთი ქვემოქმედ ორგანიზაციას არ ჰგავს. შესაბამისად, წერილში მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს, თუ როგორ და რით გადაუხდის გაწეულ ამაგს თურქებს.

 

აჭარა ანკარისათვის ყოველთვის იყო და რჩება გემრიელ ლუკმად და აშკარაა, რომ თურქეთი მხოლოდ ეკონომიკურ ექსპანსიაზე არ შეჩერდება. კერძოდ, ამას მოწმობს მიგრაციული პროცესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები - ანკარა გულუხვად უხდის უცხოეთში დასახლების მიზნით წასულ თავის მოქალაქეებს. ასეთი პოლიტიკის წყალობით აჭარაში თურქი მოქლაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თანაც სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თურქეთის ბევრი მოქალაქე გაბედნიერდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

 

ალბათ, ზედმეტი იქნება იმის ახსნა, თუ რა საფრთხეს შეიცავს აჭარის სტატუსისათვის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რაოდენობის გაზრდა. მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით სურს მიხეილ სააკაშვილს განახორციელოს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ანკარასთან, რასაც, ვერაფერს სხვას ვერ უწოდებ, თუ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისადმი ღალატს.

 

ამ ისტორიაში ყველაზე მეტად საოცარია ის თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტები, რომელტა დახმარებით მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების დაუფლებას ცდილობს. ძალზე საკვირველია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტის პოზა უკავია და ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას ბრალს სდებს სახელმწიფო ინტერესების დათმობაში, თვითონაა მზად პირველმა გაყიდოს სამშობლო და დანაშაულებრივ ინტრიგებს ქსოვს მისი მომხრე ქართველების ზურგს უკან.


შერონ დევისი

 

წყაროები:
https://medium.com/…/georgias-political-integrity-is-at-sta…
http://perevodika.ru/articles/1206887.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge