Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

18:30 13.10.2019
ტაქსის მძღოლმა უკრაინელი ტურისტი ცემა - რას ყვებიან თვითმხილველები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაკეში, ნაშუადღევს, ინციდენტი მოხდა. ქუჩაში მოულოდნელად გაჩერდა ტაქსი, საიდანაც ყვირილით გადმოვიდა მძღოლი, უკანა სკამიდან გადმოათრია მგზავრი ქალბატონი და ცემა დაუწყო. თან რუსულად უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. ქალს თვითმხილველები გამოექომაგნენ. მათი თქმით, პირველი, ვინც მგზავრი დაიცვა, ქალბატონი იყო. ამჟამად, მოძალადე მძღოლი დაკავებულია. როგორც გაირკვა, მგზავრი უკარინელი ტურისტი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. 

 

შსს-ს განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge