Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:31 13.10.2019
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაა გვეუბნება, რომ თამთა თოდაძე ნაცემი არ არის, უშუალოდ არ არის მიყენებული მასზე დარტყმა ბლაგვი საგნისგან“

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. როგორც ადვოკატი ამბობს, თამთა თოდაძის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დარტყმის შედეგად არ არის მიყენებული. „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაა ჩატარებული, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თამთა თოდაძე ნაცემი არ არის, უშუალოდ არ არის მიყენებული მასზე დარტყმა ბლაგვი საგნისგან. არ არის შეშუპება და სისხლჩაქცევა“, - ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

 

ილია ჯიშკარიანის ადვოკატისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს თამთა თოდაძის უფლებადამცველი. თოდაძის ადვოკატი, დეპუტატის უფლებადამცველს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია. „აღენიშნებოდა დაზიანება ფეხის არეში, რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ეს დარტყმა მიყენებულია ბლაგვი საგნის შედეგად, დაზიანებები აღწერილია დეტალურად“, - აღნიშნავს თამთა თოდაძის ადვოკატი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge