Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:54 14.10.2019
„აი, ის ღმერთი, რომელსაც ცაში სვეტიცხოვლის 3000-ტონიანი გუმბათის დაჭერა საჭიროდ მიაჩნია და უჭირავს, მადლი გვფარავდეს ყველას!“

ბესიკ ლაგვილავას ბლოგი „რამდენ ტონას იწონის სვეტიცხოვლის გუმბათი?“

 

ამ ინფორმაციას, ვერსად მივაკვლიე. სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ჩვენი სპეციალისტები, რადგან მე მთელი 2-საათიანი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი იმაზე თუ როგორია კონსტანტინეპოლის აია სოფიას კონსტრუქცია, რას და როგორ უჭირავს გუმბათი და რატომ არის ტაძარი ამ ფორმის... არსუკიძე გენიოსი იყო! მან ხომ არც დიფერენციალური გეომეტრია იცოდა და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცდისას სვეტიცხოვლის კონსტრუქციების გათვლა, რომ მოეთხოვათ - ჩაიჭრებოდა, ეჭვი მაქვს თეორიულ მექანიკაშიც ვერ გადალახავდა აუცილებელ მინიმუმს და მასალათა გამძლეობაშიც მოიკოჭლებდა და მაინც... მან ააგო სვეტიცხოველი - ტაძარი რომელიც 1000 წელზე მეტია დგას!

 

სხვათა შორის, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის მეათედს გაუძლებენ თანამედროვე თბილისური არქიტექტურს "შედევრები"!! არც მარიამ დადიანმა, ვინც სვეტიცხოველი აღადგინა (ამ ადამიანი შესახებ ბევრია დასაწერი. გარდა სვეტიცხოვლის აღდგენისა, მან შემოგვინახა "ვეფხისტყაოსანი" დღევანდელ დღემდე!) და მისგან დაქირავებულმა არქიტექტორმა, იცოდა რამე დიფერენციალური გეომეტრიიდან და მასალათა გამძლეობიდან... იმით, რაც მე კონსტანტინეპოლის აია სოფიას გუმბათის წონის შესახებ ვიცი, ვიმსჯელებთ, მაფიქრებინებს, რომ სვეტიცხოვლის ყელზე დგას გუმბათი, რომელიც მინიმუმ 3000 ტონას მაინც იწონის! (მე გავაკეთე მარტივი გათვლა გუმბათის რადიუსი ავიღე 5 მეტრი. სიმაღლე - 8 მეტრი. ქვის კუთრი წონა - 4000 კგ/მ3) კედლის სისქე- 1 მ. ). მაშ, რას უჭირავს 3000 (ან შესაძლოა მეტიც) ტონა ქვა ცაში?! მე გეტყვით რასაც!

 

3000 ტონა ქვის ცაში დაჭერა შეუძლია მხოლოდ... ღმერთს! აი, ის ღმერთი, რომელსაც ცაში სვეტიცხოვლის 3000 ტონიანი გუმბათის დაჭერა საჭიროდ მიაჩნია და უჭირავს, მადლი გვფარავდეს ყველას! სვეტიცხოვლობას ვულოცავ, ჩემი დიდი ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ ანა, ვინ დღეს ჩემგან 5000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, ყველა ჩემს ნათესავს, მეგობარს, ფბ-მეგობარს და მთლიანად საქართველოს!

 

P.S. მაშ, თქვენ გგონიათ, სვეტიცხოვლის აგებაში არსუკიძეს დამსახურება მინიმალურიაო? - იკითხავს ვიღაც. პასუხი აქაც უმარტივესია - არსუკიძის დამსახურება სწორედ ის არის, რომ მან ისეთი ტაძარი ააგო, რომლის 3000 ტონიანი გუმბათის დასაჭერად, უფალი უკვე 1000 წელზე მეტია, რაც ირჯება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge