Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:31 15.10.2019
„რას იფიქრებდა იმ დროს ზაზა კოლელიშვილი, როცა ქმრის როლს ასრულებდა, რომ ბედი სწორედ მას არგუნებდა „მარიტას“ კუბოს აწევას!“

ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს „სილამაზის ქალღმერთის გახსენება“, რომელიც ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას ეძღვნება:


„რას იფიქრებდა იმ დროს ზაზა კოლელიშვილი, როცა ,,მარიტას,, ქმრის როლს ასრულებდა, გაირბენდა დრო, წუთებივით ჩაიქროლებდნენ წლები და ბედი სწორედ მას არგუნებდა ,,მარიტას,, კუბოს აწევას! ნუთუ ამას იმსახურებდა ,,გედია,, (მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი), სუფთა და თავანკარა წყაროსავით წკრიალა სიყვარულის სანაცვლოდ მარიტას ცხედრის გამოსვენება მოუწევდა მისი ,,საძულველი მეტოქის,, მხარდამხარ! მისტიკაა, მაშ რა არის? ვერაგია წუთის სოფელი... ვერაგი... გენიოსები იყვნენ ბუმბერაზი ლათინები, ორ სიტყვაში ჩააქსოვეს ცხოვრების მთელი ფილოსოფია და ანდერძივით დაუტოვეს კაცობრიობას: MEMENTO MORI! ,,გახსოვდეს სიკვდილი,,! აი ეს დევს ზუსტად ქრისტიანული მართლმადიდებლობის წიაღში - „გიყვარდეს მოყვასი შენი“, რამეთუ ,,წამია, წუთისოფელი,,...“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge