Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:44 15.10.2019
რა თანხას შეადგენს საარსებო მინიმუმი? - „საქსტატის“ უახლესი მონაცემები

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარი იყო.

 

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.7 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში ეს მონაცემი 170.2 ლარს შეადგენდა.

 

„საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 70 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 168.2 ლარი შეადგინა, 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 318.6 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 33.2 ლარით არის გაზრდილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge