Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:28 16.10.2019
ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს

ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. "მთავარის" ინფორმაციით, ანრი ყურაშვილს ე.წ. კრიმინალური გარჩევისას ჯგუფურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ყურაშვილის ოჯახს პენიტენციური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქსნის ციხეში, საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. "მთავარი" კომფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევა წავკისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, რა დროსაც დათო და ალექსანდრე ფეიქრიშვილები მოკლეს. ყურაშვილს დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ და ამ მუხლითაც გასამართლდა.

 

შეგახსენებთ ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი, ნიკოლოზ აბულაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა, რომელმაც საქართველო დატოვა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე კი სამარტოო საკანშია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge