Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:32 18.10.2019
"ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი"

ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ე.წ. მუქარის წერილის წარდგენას პროკურატურისთვის აპირებს. "ჩემთან არ არის წარმოდგენილი აღნიშნული წერილი. შესაბამისად, მე არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა თადუმაძემ. კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული წერილი ფარატინა ფურცელი, გენერალური პროკურორი პასუხობს, რომ უწყება ამას დაადგენს. "ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი", - განაცხადა თადუმაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge