Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:31 19.10.2019
ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

მაროკოში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ჩემპიონატზე ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გახდნენ, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს, ლაშა ბექაურმა ფინალში უნგრელი როლანდ გოზი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან გადამწყვეტ ბრძოლამდე კორეელ იუეპ ჰანს, არგენტინელ მარიანო კოტო-ბერსიერს, უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს და იაპონელ კოსუკე მაშაიამას მოუგო. ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა. ახალკაცმა ფინალამდე მოლდოველი კატალინ მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენციბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge