Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:27 20.10.2019
ნინოწმინდის სოფელ განძაში, მუშაობისას „ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი დენის დარტყმით გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ განძაში, მოვალეობის შესრულების დროს, „ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. კომპანიაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი იყო. გარდაცვალების მიზეზის დადგენას სამართალდამცველებთან ერთად, შიდა მოკვლევით აპირებენ. „გამოცდილი, დიდი ხნის თანამშრომელი იყო. სავარაუდოდ, ერთი შეხედვით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა შიდა მოკვლევითაც დავადგენთ, რა დროს, რა სამუშაოს შესრულების დროს მოხდა", - ამბობს "ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი.

 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge