Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:25 22.10.2019
პროკურატურა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის, მიხეილ დვალიშვილის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას გაასაჩივრებს

პროკურატურა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის, მიხეილ დვალიშვილის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას გაასაჩივრებს. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით, ისინი სააპელაციო სასამართლოს 48 საათის განმავლობაში გორის რაიონული სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძველზე აუცილებლად მიმართავენ. 

 

"მოცემულ სიახლის სამართლის საქმეზე დღეს ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დღეს ბრალდების მხარემ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, ეს იყო გირაო 5000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიმართ აღნიშნული შუამდგომლობა განხილული იქნა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული. მოგეხსენებათ, რომ გასაჩივრების ვადა 48 საათია და აღნიშნულ ვადაში ბრალდების მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გორის რაიონული სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძველზე აუცილებლად მიმართავს",-განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge