Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:28 28.10.2019
კინოსურათის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში, უსაფრთხოების მიზნით, სამსახიობო გუნდი არ დაესწრება

როგორც სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი, ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა. ფილმი დიდ ეკრანებზე სამი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და კინოსურათის ჩვენებას კინოთეატრებში, უსაფრთხოების მიზნით, სამსახიობო გუნდი არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ WMagazine-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმების საუკეთესო მსახიობების სია გამოაქვეყნა, სადაც ისეთი სახეების გვერდით, როგორებიც არიან, რობერტ პატისონი, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. მეტიც, “შვიდი საუკეთესო ფილმი კანის 51-ე დაჯილდოებიდან” – ასე ჰქვია ბრიტანული ჟურნალის Little White Lies მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ლევან აკინის ფილმი საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზეა დასახელებული. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც “მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა.

 

 


artnews.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge