Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

11:44 01.11.2019
ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქება მოხდა - დეტალები

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

 

შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.

 

“დევნილთა კორპუსის პირველ სართულზე მოხდა აფეთქება. შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. რაც შეეხება შენობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას, კედლები დაზიანებული არ არის, დაზიანდა კარ-ფანჯრები. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მობინადრეების გამოყვანა. ოჯახების უმრავლესობა დაბინავებულია ნათესავებთან, ორი კი ჯერ სასტუმროში განვათავსეთ, თუმცა თავადანვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ. ორივე ოჯახს დავეხმარეთ და უზრუნველვყავით მათი გადაყვანა ახლობლებთან. მერია მზად არის, თითოეულ მათგანს გაუწიოს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა “ზაზა გულიაშვილმა.

 

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ავტორ(ებ)ი : ipn