Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:16 01.11.2019
მარნეული-სადახლოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეული -სადახლოს საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაშავდა 11. შემთხვევა საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნული შემთხვევა „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინსტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge