Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:07 02.11.2019
"არ მოასვენეს - შეუცვლელი კაცი ხარ საქართველოსთან მოლაპარაკებებში, ბევრი რამე იცი და რა დროს სათევზაოდ სიარულიაო"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გრიგორი კარასინი:

"აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ..." 


როგორც იცით, მეგობრებო, გრიგორი კარასინი, რუსეთის "მიდ"-ის მოადგილე, ასაკის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ფედერაციის საბჭოში სენატორის სტატუსით შეიყვანეს (კაი მშვიდი და წყნარი ადგილია, მაღალხელფასიანი, მის ნაცვლად მინისტრის მოადგილედ ანდრეი რუდენკო დანიშნეს.


გრიგორი ფიქრობდა, ვსიო, აწი სათევზაოდ ვივლი ხოლმეო... მაგრამ არ მოასვენეს - შეუცვლელი კაცი ხარ საქართველოსთან მოლაპარაკებებში, ბევრი რამე იცი და რა დროს სათევზაოდ სიარულიაო ...


მარია ზახაროვას უთქვამს გრიშასათვის, სეროჟ ლავროვმა დამაბარა, ისევ შენ უნდა გაგვიწიო სამსახურიო.


მოკლედ, ნოემბრის ბოლოს პრაღაში ერთმანეთს ისევ რუსი გრიგორი კარასინი და ქართველი ზურაბ აბაშიძე შეხვდებიან

ალბათ, ავიამიმოსვლის განახლების საკითხზეც იმსჯელებენ,"- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge