Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:29 04.11.2019
მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ეკლესიიდან განკვეთონ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მღვდლობიდან განკვეთონ. ამის შესახებ მეუფე პეტრემ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ - ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს.


დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ეს რა თქმა უნდა, უხერხული იქნება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge