Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:33 05.11.2019
"ქოცის ნაცად გამოცხადებაც, უეჭველად ნაცობაა!" - დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ნაცების მორიგ უკუღმართულ სიყალბეს, თითქოსდა ცრუ-პეტრეს ინსპირატორი ივანიშვილია, ზოგიერთი "ექსპერტი" - მაგ. არჩილ გამზარდია, დაჟინებით იმეორებსა და ზურგს უმაგრებს!


ივანიშვილისა და ქოცების განკითხვა კოაბიტაციისთვის გასაგებია და დიდწილად სამართლიანიც არის, მაგრამ მათ უკუღმართობასა, ე.ი. ნაცობაში დასდო ბრალი - სრული აბსურდია!


ნაცობაა - მისი უწმინდესობისთვის მსგავსი უბინძურესი ცილის წამება, ფაქტიურად სიწმინდის სიმბოლოს სიბილწედ გამოცხადება!


ნაცობაა - ივანიშვილის ქველმოქმედების ბოროტმოქმედებად უკუღმართული გამოცხადება!


ნაცობაა - თავის დროზე საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის პუტინის აგენტად ასევე არანაკლებ უკუღმართულად და ბინძურად გამოცხადება!


და საერთოდაც ნაცობაა - სიკეთის ბოროტებად და პირიქით, ბოროტების - სიკეთედ, შერაცხვა! ე.ი. ნაცობა და უკუღმართობა სინონიმებია! შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ქართულ ენაში ნაცი ნაწყლსა ნიშნავს და სხვას არაფერს!


როცა ასეთ გამაოგნებელ სიბილწესა და უკუღმართობას, რაც ზემოთ ჩამოთვლ მაგალითებშია, ე.ი: სიწმინდის - სიბილწედ, ქველმოქმედების - ბოროტმოქმედებად, სუვერენიტეტის გარანტის - მტრად შერაცხვასა ხედავთ, იქვე მისი ნაწყლი ავტორი - ნაციც უთუოდ უნდა დაინახოთ!


ხოლო ქოცის მოჩვენება ნაცად - საუკეთესო შემთხვევაში კოაბიტაციით გამოწვეული "ობიექტური" მზერის დაბინდვაა, აბერაციაა და უმრავლეს შემთხვევაში -წინასწარგამიზნული ვერაგი სიავე!


ქოცის ნაცად გამოცხადებაც, რაც ამ ბოლო დროს "ექსპერტობის" კვალიფიკაციის ცრუ-სერტიფიკატად იქცა, უეჭველად ნაცობაა, ნაწყლობაა, უკუღმართობაა და მეტი არც არაფერი!


რასაკვირველია, კოაბიტაციაზე საბოლოო ჯამში - ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. სწორედ მან დაუშვა, რომ ნაცი, ე.ი. უკუღმართობა ასე თავაწყვეტილი ბოგინობს და ყველა მიმართულებით მსგავს ტოტალურ შეტევაზეა გადმოსული!


ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ აირიდებს!


მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ, ხალხი უნდა ვიყოთ დაბნეული და უპასუხისმგებლო: შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი, ქოცი და ნაცი, სიწმინდე და სიბილზე, ქველ-მოქმედება და ბოროტ-მოქმედება, მტერი და მოყვარე - ერთმანეთში აგვერიოს!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge