Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:52 06.11.2019
"აი, ესაა დემოკრატიული ფეოდალიზმი ანუ ოცდამეერთეს საქართველო... ჩვენ შიშში ვცხოვრობთ"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

"შიში, ანუ დემოკრატიული ფეოდალიზმი...


საქართველოში არაპოლიტიკოსისგან მოსმენილ საგანგაშო სიმართლეს მაინც არ განვიხილავთ ხოლმე სერიოზულად, რადგან შევეჩვიეთ ,,ყოვლად წარმატებულთა,, ტყუილებს, მათ დაყენებულ და ტელევიზიებისან გაპიარებულ სახეებს, ცრუ იმედებს, დადგმულ სპექტაკლებს, მათგან სოციალურ თუ ინტელექტუალურ ჩაგვრას და რაც მთავარია იმას შევეჩვიეთ, რომ ისინი გვმართავენ, მთელი სახელმწიფოებრივი და ფინანსური სადავეები მათ ხელშია და რასაც იტყვიან უნდა დავიჯეროთ. ბევრი თქვენთაგანი იტყვის, რომ ეს ასე არ არის. კი ბატონო გეთანხმებით, ჩვენი ქვეცნობიერი სიმართლის მხარეზეა, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ დგება მაინც მათ მივყვებით ვინც ამ მათხოვრულ და უპერსპექტივო ყოფას გვიქმნის, რადგან მრავალჯერ მოტყუებულებს და მთავრობებისგან გენოციდ გადატანილებს გვეშინია ეს გამანადგურებელი --- ე.წ. ,,მშვიდობაც,, არ დავკარგოთ. აი, ესაა დემოკრატიული ფეოდალიზმი ანუ ოცდამეერთეს საქართველო.. ჩვენ შიშში ვცხოვრობთ და ამ შიშს უნდა დავაღწიოთ თავი...


P.S. შიშს ძნელად მოერევა ის კატეგორია, რომელიც მიშა ბიძინას ბურანშია, მაგრამ მათ შორის შედარებით გონიერები ამ ორ ნარკოტიკად ქცეულ ეგზემპლიარსაც გადააგდებენ ცნობიერებიდან. არაფერი ეშველებათ იმ მონად ქცეულ მიშა-ბიძოს მომხრეებს, რომლებიც უფრო ,,ხონის,, და ,,ასათიანის,, კლინიკების ეგზემპლიარები არიან ვიდრე ვიღაცისტები..."
- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge