Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:58 07.11.2019
"ჩავარდა სპეცოპერაცია ''უღირსი პატრიარქი''! რატომ?! მარტივია პასუხი: ''შტურმავიკებმა თავი გადადეს''

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთარვარი რედაქტორი ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"თავიდან, როცა ჩვენი პატრიარქის ''უზნეობაზე'' ატყდა ამბავი და ქვეყანა აირია, თითქოს, ასტრალში დავიკარგე. თითქოს, შავ ხვრელში მოვხვდი და გავუჩინარდი. არა იმიტომ, რომ რამე დავიჯერე, ან რამეში ეჭვი შემეპარა. სულაც არა! უბრალოდ, დავფიქრდი, სად იმალებოდა ძაღლის თავი და დასკვნების გამოტანა გამიჭირდა! და ახლა, როცა ერთიანად ამოქაფდა არნახული ჭუჭყი, სიბინძურე, სიმყრალე და გარეთ გამოიხვეტა ავგიას თავლა, მივხვდი: კიდევ ერთი უნიჭო შტურმის მსხვერპლები გავხდით! სულ ეს იყო, მეტი არაფერი: ჩავარდა სპეცოპერაცია ''უღირსი პატრიარქი''! რატომ?! მარტივია პასუხი: ''შტურმავიკებმა თავი გადადეს'', ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, უზომოდ გადააჭარბეს კომენტარებში, საუბრებში, ტელ-ეთერებში წანწალით და დაგვანახეს, რომ არც ისე ''მაგრები'' ყოფილან! გიჟი მიუშვი ნებასა-ს პრინციპით იმდენი იყბედეს, ბოლომდე აიხიეს სახე და ახლა ლანდებად-ღა დალასლასებენ! ლანდების მოლანდებებისას კი ერთი ნაცადი მეთოდია: პირჯვარი უნდა გარდავისახოთ და გაქრებიან!" - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge