Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:18 12.11.2019
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებში 48 საათიანი განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებში 48 საათიანი განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ მას მთავრობა, ან თავდაცვის სამინისტრო არ გააუქმებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მდგომარეობა ვრცელდება იერუსალიმსა და თელ-ავივზეც.

 

ცნობისთვის, პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ასობით ტერაქტი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სარაკეტო დარტყმების გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო ქალაქებში თელ-ავივი, მოდიინი, ხოლონი, აშქელონი და რიშონ ლე-ციონი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge