Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:30 13.11.2019
„გაზპრომმა" მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - მისი მეშვეობით რუსეთი კიდევ უფრო გაიძლიერებს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით, გერმანიაზე პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმებს“

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ჩვენ აქ ჩვენი შიდა ამბებით ვართ დაკავებულები, რუსეთი კი მნიშვნელოვნად იმაგრებს პოზიციებს ევროპაში. ფაქტობრივად თავიანთი ინტერესების გარღვევას მიაღწიეს ევროპაში. ბუნდესტაგმა მიიღო სპეციალური კანონი, რომლითაც რუსული გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გამოიყვანა ევროკავშირის გაზის დირექტივის რეგულირებიდან, რაც გულისხმობდა ერთი კომპანიის მიერ გაზის წარმოებისა და გაზსადენის ერთდროულად ფლობის აკრძალვას (პირდაპირ ეხებოდა გაზპრომს), გაზსადენებსა და გამანაწილებელ კომპანიებში ერთდორულად 50%-იანი წილის ფლობის შეზღუდავას, (ამითაც გაზპრომის მონოპლოიას უკეტავდნენ გზას) არადსკრიმინაციული ფასების დაწესებაზე და ფინანსური გამჭვირვალეობის თაობაზე მოთხოვნებს. სწორედ ეს მუხლები შეაჩერა გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-სთვის" რომელიც გაზპრომს გაჰყავს უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვს ფსკერზე. ამით "მოატოვეს" არამარტო უკრაინა. ფაქტობრივად, გერმანიის მიერ ამ კანონის მიღებით, ევროკავშირის ერთიანი ენერგეტიკული ქარტიის თამაშის ის წესები იშლება, რომელიც არც ერთ კომპანიას არ აძლევდა ევროპის ბაზარზე მონოპოლიის დამყარებისა და ევროპულ პოლიტიკაზე გავლენის ბერკეტების მოპოვების უფლებას. "გაზპრომმა " ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და მისი მეშვეობით რუსეთი კიდევ უფრო გაიძლიერებს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი, გერმანიაზე პოლიტიკური ზემოქმედების მექნიზმებს“, წერს მელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge