Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:04 14.11.2019
„საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში გამართული ასამბლეის ჩაშლის გამო“

საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა. ამის შესახებ ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ზეწოლის დაშვება იმ დეპუტატებზე, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში მონაწილეობენ. მანვე მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის წევრებს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისთვის და კონსოლიდირებული გადაწყვეტილებისთვის, დაეტოვებინათ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

 

 

გავრილოვის თქმით, რუსეთის მხარემ დროული რეაგირება მოახდინა და ახლა ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას, რადგან „საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეთა და მთლიანად პარლამენტართა პატივისცემას“. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა 14-15 ნოემბერს ათენში იმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge