უკრაინაში, კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოში“ ერთ-ერთი საველე მეთაურია. ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ამის შესახებ წერს Reuters-იც. სააგენტოს ცნობით, ალ ბარა შიშანი უკრაინაში უკანონოდ 2018 წელს ჩავიდა. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ტოხოსაშვილი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და ქართულ მხარესთან ერთად დააკავეს. სხვა დეტალები უცნობია. ცეზარ ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წარსულში რამდენჯერმე გავრცელდა. ის ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახლემწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის გარემოცვაში იყო, სირიაში კი 2014 წელს წავიდა.
ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.