Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:05 20.11.2019
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე, ირაკლი ბერაია პასუხობს, რომ გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე. „ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის შიგნით მინდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე. როდესაც გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად შევძლებ, რომ გიპასუხოთ“, - განუცხადა ბერაიამ „ინტერპრესნიუსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყო საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge