Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:13 20.11.2019
ყველანი გარეთ! - „მაგრამ თქვენ მაინც ფარისეველი ხართ!" - თბილისის საქალაქო სასამართლოს ღამის პერიპეტიები

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ 6 პირი - ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გაიმართება. "ფარისეველი ხართ", - ამ სიტყვებით მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რის გამოც, ბასილაია ვალერიან ფილიშვილმა 300-ლარით დააჯარიმა.

 

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული კიდევ 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ასევე, ხვალისთვის გადადო. როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge