Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:13 25.11.2019
„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი: ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ყველა მათგანს 2-2 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, აქციის მონაწილეებს თავისუფალი აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავდა, უბრალოდ, მათივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. ამას გარდა, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ.

 

რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, გოგა ონიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს არ იყენებდნენ და ეს ვიდეომტკიცებულებაშიც ჩანს. ონიანის განმარტებით, პოლიტიკური მესიჯები უწმაწურ სიტყვებად არ შეიძლება ჩაითვალოს. „არც მონა, არც ყმა, არც ვეზირი, როცა ეს პოლიტიკური სლოგანია და აქციის ნაწილია, არ შეიძლება უწმაწურ სიტყვად იქნეს მიჩნეული", - განაცხადა ონიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge