Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

18:51 26.11.2019
ზაზა გაბედავა ვალერი გელბახიანს ბადრი პატარკაციშვილისა და რომან დუმბაძის მკვლელობების ხელშეწყობაში ადანაშაულებს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს

მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა სოციალურ ქსელში სკანდალურ ვიდეომასალას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

 

„მეგობრებო! ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ვალერი გელბახიანი რომ სააკიან-მერაბიშვილის კადრი იყო, სწორედ მერაბიშვილის დავალებით ჩამოვიდა გელბახიანი მოსკოვში ვითომ დევნილი იყო, სინამდვილეში ნასეტკა იყო, იწერდა ყველას საუბარს და გადასცემდა მერაბიშვილს, ჯერ უახლოესი მეგობარი გაწირეს ბადრი პატარკაციშვილი ვალერი გელბახიანმა და ელისო კილაძემ, აგრეთვე, რომან დუმბაძის სისხლში აქვს ხელები გასვრილი ვალერი გელბახიანს, ასე რომ, დაუნდობელი გამყიდველი იუდაა გელბახიანი, ფულზე და კრესლოზე სამშობლოს გაყიდის. ისმება კითხვა! როგორ დაბრუნდა საქართველოში ვალერი გელბახიანი? ჩავიდა საქართველოში გელბახიანი, დახვდნენ ესკორტით და რამოდენიმე დღეში გამოუშვეს, მაშინ ვინც მიშა სააკაშვილს უპირისპირდებოდა ან კლავდენ ან კიდევ უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ბადრი პატარკაციშვილისა და რომან დუმბაძის მკვლელობაზე. დაიკითხოს ვალერი გელბახიანი მკვლელობის ხელშემწყობის სტატუსით. აგრეთვე მე მზად ვარ მივცე ჩვენება საქართველოს პროკურატურას ვალერი გელბახიანზე...“

 


იხილეთ ვიდეო:

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge