Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:56 07.12.2019
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითWelcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia- ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანიის Spend Your Summer in Georgia- ორგანიზატორები დააჯილდოვა.

 

ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელი მონაწილეობდა და სხვადასხვა ნომინაციებში 26 გამარჯვებული გამოვლინდა.


მათ შორის ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი” და ა.შ.

 

„მოხარულები ვართ, რომ რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონიალი ტარდება, სადაც საშუალება გვაქვს გულითადი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კერძო სექტორს, ბიზნესს, იმისათვის, რომ წლიდან წლამდე ერთობლივად ვანვითარებთ ტურიზმის ინდუსტრიას.“-განაცხადა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.


ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან იმართება.


პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით ტარდება.  პროექტის მხარდამჭერები არიან - თბილისის მერია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge