Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:24 07.12.2019
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა - შემთხვევა ახლახან ვაკის საცურაო აუზში მოხდა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის ვაკის საცურაო აუზში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია "მანდარინები". ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

 

გადაღებული აქვს ფილმები

მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989) — ასევე სცენარისტი

აქ თენდება (1998) — ასევე სცენარისტი

სამი სახლი (2008) — ასევე სცენარისტი და პროდიუსერი

დარჩი ჩემთან (2011)

ბოლო გასეირნება (2012)

მანდარინები (2013) — ასევე სცენარისტი და პროდიუსერი

 

გადაღებული აქვს სერიალი

ცხელი ძაღლი (2003-2009)

 

გადაღებულია ფილმში

მე მოვედი (1981)

 

 

 

pia.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge