Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:30 07.12.2019
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა

Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა. ნომინაციაში LUFTHANSA კონკურენციას ქართული Myway Airlines და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უწევდნენ. „2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ გამოავლინა. საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA 14 წელია ოპერირებს. წელს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ სიხშირეებიც გაზარდა. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად. წლევანდელი ღონისძიება პროექტისთვის საიუბილეო იყო და მისი ფორმატი წინა წლების მოვლენებისგან საკმაოდ განსხვავდება. წელს დაჯილდოებაზე საუკეთესოდ 26 ნომინანტი აღიარეს“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge