Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:52 09.12.2019
"მრავალმანდატიანი ოლქების შექმნა თუ შეარიგებს ოპონენტებს და დაგვამშვიდებს არჩევნებამდე კარგი იქნება, ოღონდ..."

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მრავალმანდატიანი ოლქების შექმნა თუ შეარიგებს ოპონენტებს და დაგვამშვიდებს არჩევნებამდე (მაინც არ მაქვს დამშვიდების იმედი), კარგი იქნება, ოღონდ...

ოღონდ, გაითვალისწინეთ 2003 წლის პრეცედენტი, რომელიც დაუშვა უზენაესმა სასამართლომ, როცა გააუქმა პროპორციული და ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით მიღებული შედეგები.

ეს პრეცედენტი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ნიშნავს, რომ პროპორციული და მაჟორიტარული ხმები არის ორი დამოუკიდებელი არჩევნები და ერთმანეთზე გავლენას ვერ მოახდენს.

შესაბამისად, მოდელები, რომლებიც გვთავაზობენ ხმების გაბათილებას მაჟორიტარულის ან პარტიული სიების სასარგებლოდ თუ საზიანოდ, ამ პრეცედენტს ეწინააღმდეგება.

ანუ, პროპორციულში რამდენსაც აიღებ, იმდენ დეპუტატს გაიყვან. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შედეგები ვერ გააბათილებს პარტიულ სიებს.

თუ საწინააღმდეგოს მიიღებთ, რიგითი, დამწყები ადვოკატი გაგისაჩივრებთ ან კანონის მიღების, ან უკვე არჩევნების ჩატარების შემდეგ და არჩეულ პარლამენტს უკანონოდ აქცევს.

მაინტერესებს იურისტთა და კონსტიტუციონალისტთა აზრი ზემოთ დაწერილთან დაკავშირებით.

ისე, რატომ არ მოითხოვეთ მაჟორიტართა თანაფარდობის შემცირება 1/3-მდე ან 1/4-მდე მიკვირს. უკეთესი იქნებოდა ოპოზიციისთვის და, რაც ევროპელებმა თქვეს, შედეგებში მეტ პროპორციულობას შეიტანდა.

თუ რატომ არ მომწონს მხოლოდ პროპორციული სისტემა საქართველოსთვის, შემდეგ პოსტში დავწერ."- წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge