Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:56 09.12.2019
„ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდეც გათავისუფლდეს, თუ არადა, ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეწამყვანმა უთხრა, რომ ქართველი ექიმის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება. ბურჯანაძის თქმით, ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ.

 

„ე.ი. ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge