Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:06 10.12.2019
რა შეიძლება ითქვას მრავალმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებზე

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რა შეიძლება ითქვას მრავალმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებზე? პირველ რიგში ის, ასეთი სისტემები მეტად მრავალფეროვანია; რამდენადაც ვიცი, საუბარია ისეთ მოდელზე, როცა ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა, რომელსაც აძლევს მისთვის სასურველ მხოლოდ ერთ კანდიდატს; ასეთ შემთხვევაში, ცხადია, რაც მეტი იქნება გასანაწილებელი მანდატების რაოდენობა და "დიდი" იქნება ოლქი, მით მეტია შანსი, რომ "ხმები განიბნევა" და მანდატს მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები; სავარაუდოდ - პარლამენტში ძალიან ბევრი პარტია მოხვდება;


თუ შემოთავაზებული იქნება "ხმების გაბნევის" დამაბალანსებელი რაიმე ალტერნატივა, მაგალითად, ყურადღება გამახვილდება ე.წ. "კუმულატიური ვოტუმის" მაჟორიტარულ სისტემაზე, სადაც ამომრჩეველს იმდენი ხმა აქვს, რამდენი მანდატიცაა ოლქში და შეუძლია არა ერთ, არამედ რამდენიმე კანდიდატს (იმდენს, რამდენიც ირჩევა ოლქიდან) მისცეს ხმა, მაშინ, რასაკვირველია, მცირდება სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა გაყვანის შანსები;


მე მგონია, რომ რაღაც კომპრომისი შეიძლება მაინც გამოინახოს; ეს კომპრომისი სადღაც ამ საზღვრებშია:


- თუ არჩეული იქნება ფარდობითი უმრავლესობის მრავალმანდატიანი სისტემა, სადაც ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს, მაშინ ოლქები შედარებით მცირე იქნება - სიტყვაზე არა 6-8 მანდატიანი, არამედ 2-4 მანდატიანი;


- თუ მაინც იქნა კატეგორიულობა "დიდი" ოლქების (6-8 მანდატი) მიმართულებით, მაშინ, შესაძლოა "კუმულატიური ვოტუმის სისტემა" იქნეს ხმების ზედმეტად გაბნევისა და "სიჭრელის" დასაბალანსებლად სამსჯელოდ წარმოდგენილი;


უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება იოლად გასაგები და მარტივი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის; ამ თვალსაზრისით მეტისმეტად დიდი ოლქები (6-8 მანდატიანი), სადაც დასახელებული და საარჩევნო ბიულეტენებში შეტანილი იქნება ძალიან ბევრი კანდიდატი (თუ გავითვალისწინებთ, რომ 10-მდე პარტია მაინც მიიღებს თითოეულ ოლქში მონაწილეობას+ დამოუკიდებელი კანდიდატებიც), სავარაუდოდ სადღაც 100-150-ის ფარგლებში (ზოგიერთ ოლქში, მაგ. თბილისში, ალბათ მეტიც) ამომრცეველს ამ ბიულეტენების აღქმა გაუჭირდება; ასევე, გართულდება კუმულატიური ვოტუმის გამოყენებაც ასეთ დიდ ოლქებში;


ამიტომ: ოპტიმალურად გამოიყურება "დაპატარავება" და 2-4 მანდატიანი ოლქების მოწყობა, სადაც ამომრცეველს ერთი ხმა ექნება და მანდატს ფარდობითი უმრავლესობის მქონენი მოიპოვებენ.


ვნახოთ," - წერს  დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge