Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:37 10.12.2019
"გერმანულ-ქართული მოდელი გაცილებით უფრო გაურთულებს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებას" - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მომხრე ვარ იმისა, რომ წაღი მეწაღემ უნდა შეკეროს ამიტომაც საარჩევნო სისტემების ავკარგიანობაზე ჩაღრმავებულ კომენტარებს არ ვაკეთებ. თუმცა, მაინც მინდა ერთ რამეზე მივაქციო ყურადღება, რაზედაც დღეს ცოტა ვინმე თუ საუბრობს. იმდენად არიან თავფეხებიანად გადაშვებული გერმანულ-ქართული საარჩევნო მოდელის დანერგვაში, გეგონება ამაზე იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედი.


არავის უთქვამს, რომ ჩვენი მოსახლეობის დაბალი საარჩევნო კულტურისა და ინფორმირებულობის პირობებში, გერმანულ-ქართული მოდელი გაცილებით უფრო გაურთულებს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებას, სავარაუდოდ გაცილებით მეტი პროცედურული და სხვა დარღვევები დაფიქსირდება და გაცილებით გართულდება არჩევნების ადმინისტრირება შესაბამისი სტანდარტების დაცვით, თუნდაც იმიტომ რომ ცესკოს და ქვემდებარე სტრუქტურებს მოუწევთ ძალიან მოკლე დროში გადაეწყონ ახალ საარჩევნო სისტემაზე.


რა იქნება ამ ყოველივეს შედეგი?! განსჯა თქვენთვის მომინდვია." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge